Friday, July 18, 2014

მოდული8

სასწავლო პროექტების ჩვენება
ამ მოდულში მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს წარმოვუდგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია კოლეგებისთვის.
საკუთარი დასრულებული პროექტის საქაღალდე Gmail-ში გადავიტანეთდა გაზიარებული საქაღალდეის მისამართი ბლოგზე მივუთითეთ LINKის ფორმატით.HTMLკოდით დაბაკავშირეთ ჩვენს მოდულებთან ჩვენივე პროექტები.

Thursday, July 17, 2014

მოდული 7

ამ მოდულში  სასწავლო პროექტის მიზნები კარგად განვსაზღვრეთ, ასევე, შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები;  შევგიძლია ყურადღება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე გადავიტანოთ.
მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში,  შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია ან ვებრესური. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმნით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

მოდული 6

დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა; შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. მომდევნო აქტივობებში ჩვენ წყვილებში ან ჯგუფებში ვიმსჯელებთ შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დაგვეხმარება, გავუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.

მოდული 5

მოსწავლეთა პროექტების შეფასება
ამ მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმას და გამოიყენებთ პროექტების შეფასების ფორმებს ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან,ჩვენი  თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, ჩვენ გამოვიყენეთ დარჩენილი დრო, რათა დაგავხედოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს,შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

მოდული 4

ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილავთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმნით მოსწავლის პრეზენტაცია, პუბლიკაცია, ვიკი და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილ სასწავლო ნიმუშებ შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას მომდევნო მოდულის „დაფიქრდი, გაუზიარე“ აქტივობისთვის.

Tuesday, July 15, 2014

მოდული 3


გავეცანი ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებლივ და ეთიკურ ნორმებს.ასევე სავტორო უფლებების ქაოსი-პრეზენტაციას,რომელშიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფი,,სავტორო უფლებები"განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები,რომლებსაც სავტორო უფლებების დაცვისთვის გამოვიყენებთ.გავეცანი GOOGLE-drive- ის ფუნქციებს ,ინფორმაციის განთავსება, წაშლას. .

Thursday, July 10, 2014

მოდული 2


მოდული 1

                                          
   გავეცანი ამერიკული კომპანია“ინტელის“პროექტისა  და სახელმძღვანელოს  შინაარსებს,შევქმენი საქაღალდე საკუთარი სახელით, რაშიც მოვათავსე რამდენიმე საქაღალდე:1.კურსის რესურსები,2)მოსწავლის ნიმუში 3)სასწავლო პროექტის გეგმა,4)სასწავლო პროექტის დამხმარე,5)სურათები-აუდიო-ვიდეო( მოვათავსეთ ახალი ფაილი საავტორო უფლებების სახელით,6) შეფასება
ჩვენი სახელმძღვანელოდან გადმოვიწერეთ რამდენიმე დოკუმენტი: 1) 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები2)პორთფოლიოს რუბრიკა 3)პორთფოლიოს  მახასიათებლების ჩეკლისტი  4)რუბრიკების პორთფოლიო.

მოვამზადეთ  საინფორმაციო ბუკლეტი  პროექტებით სწავლებაზე შაბლონის გამოყენებით. ბუკლეტში განვათავსეთ ინტერნეტში მოძიებული  ფოტო მასალები.